დრო არ ჩერდება, არც უკან ბრუნდება და არც იცვლება, ამიტომ სამყაროში ყოველი წამი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, მით უფრო თუ საქმე უსაფრთხოებას ან შემთხვევითობას ეხება, რომლისგანაც არავინაა დაზღვეული.
ხანძრის დროს ეფექტურ, სწრაფ რეაგირებას უდიდესი გავლენა აქვს შედეგებზე და სწორედ ამიტომ, დღეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახანძრო აღჭურვილობისა და ხანძარ საწინააღმდეგო სისტემების ხარისხიან მონტაჟს.
სხვათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური ტექნოლოგიაა საშხეფი სისტემა , რომელიც ავტომატურად რეაგირებს ცეცხლზე და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ხანძრის ლოკალიზებაში.
საშხეფი სისტემის მუშაობის პრინციპები – ტექნიკური მიმოხილვა
საშხეფი სისტემები— იგივე ხანძარქრობის სისტემები, ავტომატური მოწყობილობებია, რომლებიც ცეცხლის გაჩენისას რეაგირებენ სიცხეზე და კონკრეტულ ზონაში წყლით აქრობენ ხანძარს. მათი მთავარი კომპონენტები კი არის წყლის რეზერვუარი ან ქსელი, რომელიც წნევით აწვდის წყალს, საშხეფი თავები იგივე სპრინკერები, რომლებიც იმყოფებიან სტაციონარულ მ0დგომარეობაში, ტემპერატურული სენსორები კი ძალიან სწრაფად რეაგირებენ ტემპერატურის მატებაზე.
სპრინკლერის ამოქმედების შემდეგ წყალი მხოლოდ იმ ნაწილს ხვდება სადაც ცეცხლია — რაც უზრუნველყოფს დანარჩენი სივრცის მინიმალურ დაზიანებას, რაც დამეთანხმებით, რომ კომპანიას მნიშვნელოვნად უმცირებს ზარალსაც.
როგორ მუშაობს საშხეფი სისტემები
საშხეფი სისტემის მუშაობის პრინციპი საკმაოდ საინტერესოა. თითოეულ სპრინკერს აქვს დნობადი ხრახნი ან შუშის ამპულა და ტემპერატურის მატების დროს ზეწოლის შედეგად ხდება ფორმის ცვლილება. როგორც კი ტემპერატურა გადააჭარბებს სტანდარტულ ზღვარს ის ტყდება და წყალი იწყებს ღვრას.
აქვე უნდა გაითვალისწინოთ, რომ საშხეფი სისტემა და ზოგადად ხანძარქრობის სისტემები იმისთვის რომ მუშაობდნენ ეფექტურად, აუცილებელია მისი დამონტაჟება, ამიტომ აუცილებელია, რომ ეს საქმე პროფესიონალებს მიანდოთ.
სახანძრო სიგნალიზაცია – სისტემის ანალიზი და მონიტორინგი
სახანძრო სიგნალიზაცია ყველა თანამედროვე შენობაში ძირითად დაცვის სისტემას წარმოადგენს. ის შედგება დეტექტორების, მართვის პანელისა და სიგნალიზაციისგან და მისი მთავარი მისიაა ხანძრის პირველივე ფაზაში დროულად გააგებინოს შენობაში მყოფ ყველა ადამიანს საფრთხის შესახებ.
სხვათა შორის სიგნალიზაცია ხშირად დაკავშირებულია საშხეფ სისტემასთანაც, რაც საშუალებას აძლევს ორივე სისტემას იმუშაონ სინქრონულად, შესაბამისად ინფორმაციის გაცვლა მომენტალურად ხდება, რაც დროულ რეაგირებას იწვევს და ეს თავის მხრივ ამცირებს საფრთხის რისკს.
სახანძრო გახმოვანების როლი სისტემაში
როდესაც მოულოდნელ საფრთხეს ვაწყდებით სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, გვეწყება პანიკა, დაბნეულობა და ამით როგორც საკუთარ თავს ასევე სხვებსაც ვაფერხებთ.
და მით უფრო თუ საქმე ხანძარს ეხება, პანიკა ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. სწორედ ამიტომ გამოიყენება სახანძრო გახმოვანება იგივე ხმოვანი შეტყობინებები, რომლებიც ეხმარება შენობაში მყოფ ყველა ადამიანს გადაადგილდნენ სწორი მიმართულებით
გახმოვანების სისტემა ავტომატურად ირთვება სიგნალიზაციის გააქტიურების დროს და პირდაპირ დაკავშირებულია ცენტრალური მართვის პანელთან. შეტყობინებები იძლევა მითითებებს და ასევე ახდენს სიტუაციის დეესკალაციას.
საშხეფი სისტემის ტესტირება და მოვლა
მიუხედავად იმისა, რომ საშხეფი სისტემები ავტომატურად ფუნქციონირებს, მათი ტესტირება და რეგულარული მოვლა სავალდებულოა, რადგან მუდმივად გამართული იყოს.
სისტემის ტესტირება შემდეგნაირად ხდება, მოწმდება წყლის წნევა, სპრინკერები აუცილებლად უნდა დათვალიერდეს სათითაოდ და ასევე უნდა შეფასდეს სიგნალიზაციის გამართულობა.
გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეული დეტალების შეცვლა, მაგალითად, შუშის ამპულები დროთა განმავლობაში კარგავს მგრძნობელობას და სწორედ ამიტომ რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ ჩატარდეს სრული პროფილაქტიკური შემოწმება.
როგორ ირჩევა სწორი საშხეფი სისტემა შენობისთვის?
ყველა შენობა უნიკალური და განსხვავებულია. იმისათვის, რომ ხანძარ საწინააღმდეგო სისტემა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, საჭიროა სწორად შეირჩეს მისი ტიპი:
- სველი სისტემა — წყლით შევსებული მილები საკმაოდ სწრაფი რეაგირებისთვის;
- მშრალი სისტემა — წყალი მოდის მხოლოდ სიგნალის მიღების შემდეგ;
- პრეაქციული სისტემა — ტემპერატურაც და სიგნალიც სჭირდება გააქტიურებისთვის;
- წყლის ტუმბვადი სისტემა საჭიროებს უფრო მაღალი წნევის წყალს, რაც სპეციალური ტუმბოს მეშვეობით მიეწოდება.
შესაფერისი ტიპის შერჩევა ხდება შენობის სტრუქტურასა და ექსპლუატაციის პირობების გათვალისწინებით.
რატომ არის პროფესიონალური მონტაჟი გადამწყვეტი?
როგორც უკვე ვთქვით, ხანძარ საწინააღმდეგო სისტემა სრულად უნდა იყოს გამართული, მისი ეფექტურობა დამოკიდებულია სწორ პროექტირებისა და მონტაჟის ხარისხზე.
მით უფრო გასათვალისწინებელია მონტაჟის ხარისხი, თუ ეს ეხება საშხეფი სისტემების ინსტალაციას, რადგან, საშხეფი სისტემა არ არის უბრალოდ წყლის მილი ჭერში, ეს განსაკუთრებულად რთული ტექნოლოგიაა, რომელიც მუშაობს მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება.
ერთი შეცდომაც და სისტემის არსებობას შენობაში უბრალოდ აზრი არ ექნება. ამიტომ, საქმე მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტების გუნდს უნდა ანდოთ.
თავის მხრივ კი პროფესიონალური მიდგომა მოიცავს ხანძრის რისკების ანალიზს, ზონის მიხედვით სისტემის დაყოფასა და ოპტიმალური წერტილების განსაზღვრას.
რას მოიცავს სახანძრო აღჭურვილობა?
სახანძრო აღჭურვილობა უბრალოდ რეგულაცია არ არის, ეს პასუხისმგებლობაა. ის მოიცავს ყველა მოწყობილობასა და სისტემას, რომელიც ცეცხლის დროულ აღმოჩენასა და მისი გავრცელების შეჩერებას უზრუნველყოფს.
სისტემის ინსტალაცია ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც კომერციულ შენობებში, ასევე საცხოვრებელ სახლებშიც. იგი იცავს სიცოცხლეს, ქონებას და ამცირებს ხანძრის რისკს.
და ახლა ალბათ საუკეთესო დროა დაფიქრდე, თუ რა სიკეთე მოაქვს სისტემის ინსტალაციას შენობაში.
გაითვალისწინე, რომ სახანძრო უსაფრთხოება იწყება სწორად შერჩეული და რეგულარულად შემოწმებული აღჭურვილობით.
ხოლო, თუ გჭირდება სანდო, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი, მაშინ TML საუკეთესო არჩევანია.
