სახანძრო უსაფრთხოება – რატომ არის აუცილებელი სახანძრო სისტემების მონტაჟი?

სახანძრო უსაფრთხოება და სახანძრო სისტემები

ოდითგანვე ადამიანის უმთავრეს საჭიროებას თავშესაფარი წარმოადგენდა.  ეს ის ადგილია, სადაც დაცულობის შეგრძნება სიმშვიდის მომტანი იყო ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში.  ამ პერიოდში ყველაზე სანდო ადგილი გამოქვაბული იყო  და თანდათან განვითარებასთან, შიშის დაძლევასთან და სამყაროს ნათელ ფერებთან თანაარსებობის მძლავრი სურვილით  მოთხოვნილებებიც დაიხვეწა. შენობა ნაგებობების აშენება პირველი ცივილიზაციის ჩამოყალიბების საფუძველი გახდა.  და იმ დღიდან, როდესაც ადამიანმა ქვა ქვაზე დადო და შეძლო მისი გამყარება ეს პროცესი შეუჩერებლად იქცა.

მშენებლობა უბრალოდ შენობის აგება არ არის, ეს ადამიანის განვითარების ისტორიაა წარსულიდან დღემდე, პატარა ქვიდან უსასრულო შენობებამდე, დეტალების უხეში დარღვევიდან – სრულყოფილებამდე.

საჭიროებებზე ზრუნვა ინსტინქტებიდან მოდის და ამის ნათელი მაგალითი დღევანდელი განვითარებული დეველოპმენტია.

სახანძრო უსაფრთხოება – მთავარი პრიორიტეტი დეველოპმენტში

შენობა მხოლოდ ლამაზი კედლები, დახვეწილი არქიტექტურა ან სართულების რაოდენობა არ არის, ისევე როგორც სახლი, ეს არის ადგილი, სადაც თავი უსაფრთხოდ და დაცულად უნდა იგრძნოთ ნებისმიერ დროსა და ვითარებაში.

ალბათ ბევრი შემთხვევა გაგახსენდებათ, თუ რა საფრთხის ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში, რა შედეგის წინაშე აღმოჩენილან ადამიანები, როდესაც მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმები არ გაუთვალისწინებიათ ან უხეშად დაურღვევიათ. და ვინაიდან სამყაროში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, აუცილებელია მაქსიმალურად შევამციროთ რისკი და საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ ყველაზე ძვირფასი და ერთადერთი რამ, ჩვენი ან სხვების სიცოცხლე.

და მაინც, რა არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც უნდა გავითვალისწინოთ მშენებლობის დროს?

– ეს სახანძრო უსაფრთხოებაა, ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი კომპონენტი.

რა არის სახანძრო უსაფრთხოება და რატომ წარმოადგენს ის პრიორიტეტს?

სახანძრო უსაფრთხოება პრევენციული ღონისძიებების კომპლექტია და მიზნად ისახავს ხანძრის დროულ გამოვლენას, ეფექტურ რეაგირებასა და მის თავიდან აცილებას.

თუ კი ბოლო წლების სტატისტიკას გადავავლებთ თვალს საქართველოში და არამარტო, ვნახავთ, რომ ხანძრის შემთხვევები საკმაოდ ხშირია და თან იმ ობიექტებზე, სადაც არაა დაინსტალირებული სახანძრო სისტემა.

სწორედ ამიტომ, სახანძრო სისტემა უსაფრთხოების აუცილებელი ნაწილია და არავითარ შემთხვევაში უბრალოდ არჩევანი.

სახანძრო სისტემების მონტაჟი – კანონმდებლობის მოთხოვნები და პრაქტიკული სარგებელი

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სახანძრო სიგნალიზაცია, სარწყავი და ევაკუაციის სისტემების მონტაჟი აუცილებელია კორპუსებში, მრავალბინიან სახლებში, საზოგადოებრივ შენობებში, წარმოებასა და სასაწყობე ობიექტებში, სავაჭრო ცენტრებსა და ოფისებში.

თუმცა, კანონმდებლობა გვერდზე რომ გადავდოთ, სახანძრო სისტემების პრაქტიკული სარგებელი ნამდვილად შეუფასებელია, პირველ რიგში იმიტომ, რომ იცავს და უფრთხილდება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ახდენს ხანძრის დროულ გამოვლენას, მნიშვნელოვნად უმცირებს კომპანიებს ფინანსურ დანაკარგს.

ამ ყველაფრის გათვალისიწნებით ალბათ დამეთანხმებით, რომ სახანძრო სისტემის ინსტალაცია ყველაზე გონივრული ინვესტიციაა.

როგორ ამცირებს სახანძრო სისტემები ხანძრის რისკს

გადავიდეთ ყველაზე საინტერესო საკითხზე და გავარკვიოთ, თუ როგორ მუშაობს სისტემა?

მაღალტექნოლოგიური სახანძრო სისტემები აერთიანებს სენსორებს, კვამლის დეტექტორებს, სიგნალიზაციასა და ავტომატური ჩაქრობის მექანიზმებს და სწორედ მათი დახმარებით ხანძრის წყაროს იდენტიფიცირება დასაწყისშივე ხდება. ჭკვიანი სისტემა ავტომატურ შეტყობინებას გზავნის შესაბამის სამსახურში ან შესაბამის პირთან და პარალელურად აქტიურდება ავტომატური ჩაქრობის მექანიზმები, წყლის, ქაფის ან აირის საშუალებით. თუმცა მისი გამართულად მუშაობისთვის მნიშვნელოვანია, რომ სახანძრო სისტემების მონტაჟი სწორად იყოს შესრულებული.

სახანძრო უსაფრთხოება როგორც ბიზნეს ინვესტიცია

ბიზნესში მაღალი პასუხისმგებლობა ქმნის სანდო, მყარ და მოთხოვნად ბრენდს, მით უფრო, რომ დღეს იმიჯი გადამწყვეტ როლს ასრულებს კომპანიის არსებობაში. და თუ  ბრენდი ნებისმიერი დეტალით ზრუნავს თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე, ნიშნავს იმას, რომ სანდოობა მის მიმართ მაღალია.

და თუ ზრუნვაზე ვსაუბრობთ, მაშინ გამოდის რომ, სახანძრო სისტემების მონტაჟი მხოლოდ კანონმდებლობით გათვისწინებული მოთხოვნა არ არის, ეს არის კომპანიის პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც იქმნება ყველაზე უსაფრთხო გარემო.

გარდა ამისა, კომპანიაში ხარისხიანი სისტემის არსებობა უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის დაცვასაც, ამიტომ ბიზნესისთვის ეს მნიშვნელოვანი, პრაქტიკული გადაწყვეტილებაა.

სახანძრო უსაფრთხოებას შეხედეთ როგორც ინვესტიციას, რომელსაც სიმშვიდესა და მდგრადობაში დებთ .

როგორც დასაწყისში აღვნიშნე,  დეველოპმენტი საკმაოდ განვითარებულია და თითქმის აღარ არის დარჩენილი ადგილი რომლის ათვისებაც და შემდეგ მშენებლობის დაგეგმვა არ ხდება. და ამ ყველაფერთან ერთად ბიზნესებისა და კერძო სექტორის პასუხისმგებლობაც იზრდება და რაღა თქმა უნდა სახანძრო უსაფრთხოება მისი მნიშვნელოვანი ნაწილია.

ხომ იცით, რომ ხანძარს არ აქვს დრო, არ აქვს გეგმა და პატარა ნაპერწკლიდან შეუძლია იქცეს ერთერთ ყველაზე საზარელ მოვლენად.

სახანძრო უსაფრთხოება TML-ის დახმარებით

და ახლა თუ კი ნათლად დაინახე საჭიროება, მაშინ დროა დაგეგმო შენს ობიექტზე სახანძრო უსაფრთხოების აუდიტი და დააინსტალირო სისტემა, ხოლო ამ ყველაფერში სრულფასოვან მომსახურებას TML-ის გუნდი გაგიწევთ.

TML გთავაზობთ თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სახანძრო სისტემების მონტაჟს, გეგმასა და ტექნიკურ მომსახურებას. ამიტომ არ გადადო უსაფრთხოებაზე ზრუნვა ხვალისთვის, სიცოცხლის დაცვა დღეს მნიშვნელოვანია.