სახანძრო უსაფრთხოება – სტანდარტები, ტექნოლოგიები და საუკეთესო პრაქტიკა

სახანძრო უსაფრთხოება

წარსულის გამოცდილებამ და ხშირად დაშვებულმა შეცდომებმა გვასწავლა, რომ უსაფრთხოება ყველგან და ყველაფერში აუცილებელია და მისი უგულვებელყოფა უბრალოდ არ შეიძლება, მით უფრო იმ სამყაროში, სადაც ახლა ვცხოვრობთ და ვხედავთ, თუ როგორი ტემპით ვითარდებიან და იზრდებიან ბიზნესები და ამ ყველაფერთან ერთად იზრდება მოთხოვნა უსაფრთხოების ნორმების დაცვის.

დღეს, ბიზნესის მთავარი მიზანი, ოპერაციული რისკების მინიმიზაციაა და შესაბამისად სახანძრო უსაფრთხოება არ არის არჩევითი, ის აუცილებელი კომპონენტია როგორც კანონმდებლობით, ასევე შიდა მენეჯმენტის თვალსაზრისით.

სახანძრო სისტემები და სახანძრო უსაფრთხოება

სწორად შერჩეული სახანძრო სისტემები და მოწესრიგებული პროცესები იცავს როგორც სიცოცხლეს ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ქონებრივი ზიანის რისკს, რაც დამეთანხმებით საკმაოდ მნიშვნელოვანია და პირდაპირ აისახება როგორც ადამიანების კეთილდღეობაზე, ისე ბიზნესის მდგრადობაზე.

დღეს კი ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და როგორ ვითარდებიან თანამედროვე სახანძრო ტექნოლოგიები.

საერთაშორისო სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტები

სადაც არ უნდა ვიყოთ, დედამიწის ნებისმიერ წერტილში, დაცულობის გარანტია არ არსებობს , ისევე როგორც შემთხვევისგან არავინაა დაცული. თუმცა საბედნიეროდ არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც უსაფრთხოებისთვის ქმნიან შესაბამის რეგულაციებს, რაც პრაქტიკაში საკმაოდ პოზიტიურად აისახება.

მსოფლიოში, სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტები ისეთი ორგანიზაციების მიერ რეგულირდება, როგორიცაა მაგალითად NFPA (National Fire Protection Association), ISO (International Organization for Standardization),EN (European Norms)….

ამ ორგანიზაციების სტანდარდები განსაზღვრავენ კონკრეტულ ტექნიკურ მოთხოვნებს სახანძრო სიგნალიზაციებზე,  დეტექტორებზე, ევაკუაციის მარშრუტებზე და  უზრუნველყონ უსაფრთხო გარემოს შექმნას სხვადასხვა ტიპის შენობაში.

სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტები საქართველოში

საქართველოში სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტები და რეგულაციები შექმნილია ევროპული და საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე და ბიზნეს ავალდებულებს შენობებში დააინსტალირონ სახანძრო სისტემები, სიგნალიცაზია, უზრუნველყონ სარწყავი სისტემის გამართულად მუშაობა და პერიოდულად აუცილებლად უნდა ჩაატარონ როგორც სისტემის ტექნიკური შემოწმება ასევე პერსონალის ტრენინგი.

პერსონალის ტრენინგი საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან შემთხვევის დროს თავიდან იქნას აცილებული სტრესისა და შიშის ფონზე მიღებული არასწორი გადაწყვეტილებები და ამის ფონზე არ შეიქმნას ქაოსი, რაც პროცესის სწორად წარმართვას მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს.

საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნით კომპანიები დაიცავენ როგორც თანამშრომლების, ისე მომხმარებლების უსაფრთხოებასა და დააკმაყოფილებენ სერთიფიცირების მოთხოვნებსაც.

თანამედროვე სახანძრო ტექნოლოგიები და ინოვაციები

არავის გაუკვირდება ტექნოლოგიურ სამყაროში განვითარების სწრაფი პროცესი, რაც ყველა პროდუქტს ფარავს და გამონაკლისი რა თქმა უნდა არც სახანძრო სისტემებია.

სახანძრო ტექნოლოგიები დღეს მოიცავს IoT სენსორებსა და მონიტორინგს, ინტეგრირებულ სიგნალიზაციასა და ავტომატური გამოძახების სისტემებს, თერმულ კამერებს, მობილური აპლიკაციებით მართვად კონტროლის პანელების.

ხომ წარმოგიდგენიათ ეს ინოვაციები რამდენად ამარტივებს საქმეს და როგორ ეხმარება ადამიანებს? ის განსაკუთრებულად ზრდის რეაგირების სისწრაფეს და მნიშვნელოვნად ამცირებს ცრუ განგაშებს.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი არის ის, რომ მუდმივი მონიტორინგი და მონაცემების ანალიზი კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას რეაგირება მოახდინონ მაშინ, როცა საჭიროა და სადაც ამის აუცილებლობაა.

სახანძრო უსაფრთხოება და რისკების შეფასება

იქამდე, სანამ გადაწყვეტთ სისტემის დაინსტალირებას, აუცილებელია რისკების შეფასება და კომპლექსური ანალიზი სისტემა რაც მოიცავს შენობის ტიპის დადგენასა და დატვირთვის მახასიათებლების განსაზღვრას, ადამიანების გადაადგილების ინტენსივობას და ისეთი ფაქტორების არსებობას, როგორიცაა ქიმიური ნივთიერებები, მყარი საწვავი….

სახანძრო უსაფრთხოების სისტემების ინსტალაცია მნიშვნელოვანია იყოს ინტეგრირებული ბიზნეს სტრატეგიაში და არ უნდა განიხილებოდეს როგორც ერთი, ცალკეული კომპონენტი.

სახანძრო სიგნალიზაციის სისტემების ტიპები და მათი დანიშნულება

სახანძრო სიგნალიზაცია სისტემის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომელიც დროული რეაგირებით  უზრუნველყოფს ხალხის გაფრთხილებას.

იცოდი, რომ სიგნალიზაცია ერთი ტიპის არ არის და რამდენიმე არსებობს? – აუდიო/ვიზუალური განგაშის, თერმული და კვამლის დეტექტორები და მულტისენსორული სისტემა. ყოველივე მათგანი განსხვავებულად მუშაობს თუმცა მისია ერთია – დროული რეაგირების გამოწვევა.

საუკეთესო პრაქტიკა სახანძრო უსაფრთხოების მართვაში

როგორ ვმართოთ სახანძრო უსაფრთხოება? იქამდე სანამ პასუხს გაუგებთ ნუ შეშინდებით, რთული ამ პროცესში არაფერია, მთავარია იცოდეთ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და არაწმოებდეთ მუდმივ მონიტორინგს.

ის კომპანიები, რომლებიც მუდმივად აახლებენ სახანძრო სისტემებს, ატარებენ პერსონალის რეგულარულ ტრენინგებს და იყენებენ სერტიფიცირებულ პროდუქტებს, მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ უსაფრთხოების დონეს. ხოლო ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია სწორი პარტნიორის შერჩევა, რომელიც მოგაწვდით საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილ სისტემას და დაგეხმარებათ მის მართვაში.

სახანძრო უსაფრთხოება კომპანიებისთვის

ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახანძრო უსაფრთხოება მხოლოდ რეგულაცია არ არის, ეს არის პასუხისმგებლობა იმ პირების მიმართ, ვინც კონკრეტული კომპანიის შენობაში იმყოფებიან.

და სწორედ ის კომპანიები აყალიბებენ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ბრენდებს, რომლებიც ითვალისწინებენ საერთაშორისო სტანდარტებს და იყენებენ თანამედროვე სახანძრო ტექნოლოგიებს.

სწორად შერჩეული სისტემა და სანდო პარტნიორი უსაფრთხოებას ნიშნავს და გახსოვდეს, რომ უსაფრთხო გარემო არ იქმნება შემთხვევით ის პროფესიონალიზმის, წინდახედულობისა და ზრუნვის შედეგია.