ხანძრის პრევენცია – სახანძრო სისტემების ფასი და მნიშვნელობა

სახანძრო სისტემები

სახანძრო სისტემების ფასი და მნიშვნელობა

სამყარო მუდმივ მოძრაობაშია და ყოველი გათენება სიახლეს, ახლის შექმნასა და აშენებას ან სრულად ახალ იდეას უკავშირდება. იზრდება ბიზნესები, ფართოვდება ქალაქები, იცვლება ადამიანის მოთხოვნილებები და თან ეს ყველაფერი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ თანდათან უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ კომფორტს, ვიზუალს, ესთეტიურ მხარეს – და ხშირად გვავიწყდება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი: უსაფრთხოება.

ზუსტად ამ სწრაფი ზრდისა და განვითარების ფონზე ისეთი სისტემების არსებობის საჭიროება ჩნდება, რომლებიც არა მხოლოდ გვიცავენ, არამედ ჩვენს მომავალსაც უზრუნველყოფენ.

და დიახ, სწორედ ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, რომლის მთელი რიგი სიკეთეები ფასდაუდებელია.

სამწუხაროდ ხშირად უსამართლო რეალობაში გვიწევს ცხოვრება და ამ რეალობაში იყო პერიოდი, როდესაც სახანძრო უსაფრთხოების სისტემა არა როგორც თავდაცვის მექანიზმად, არამედ. ზედმეტ ხარჯად აღიქმებოდა. და დღეს, საბედნიეროდ ყველა თანხმდება იმაზე, რომ სისტემის ინსტალაცია პასუხისმგებლობისა, წინდახედულობის მაღალი გამოხატულებაა.

სახანძრო სისტემების ფასი – რა განსაზღვრავს ღირებულებას?

სახანძრო სისტემის დაყენება ვერ შეფასდება კონკრეტული თანხით იქამდე, სანამ ცნობილი არ იქნება შემდეგი ფაქტორები:

  • ობიექტის ზომა, გეგმარება;
  • შენობის წლოვანება, მდგომარეობა;
  • სისტემის ტიპი– სიგნალიზაცია, კვამლის დეტექტორი და ა.შ.;
  • მონტაჟისა და მომსახურების სირთულის განსაზღვრა;
  • სერტიფიცირებული ტექნოლოგიები და ბრენდები.

სტანდარტულად, საშუალო ზომის კომერციულ ობიექტზე სახანძრო სისტემების მონტაჟის ფასი შესაძლოა დაიწყოს 5000 ლარიდან და საბოლოო თანხა დაანგარიშდეს იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

თუმცა, რა გონივრული თანხით შეიძლება განისაზღვროს უსაფრთხოება და ადამიანის სიცოცხლე?

სახანძრო სისტემების მონტაჟის ღირებულება

არ არის გასაკვირი თუ ვიტყვი, რომ ფულს საკმაოდ დიდი როლი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში და მით უფრო ბიზნესის არსებობაში. მაგრამ, როდესაც კონკრეტული, საჭირო ნივთის შეძენა სავალდებულოა, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს იცავს,  მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ვიხდით არა ნივთის, არამედ მშვიდად ძილის ფასს.

ალბათ ახლა გაინტერესებთ, თუ რას მოიცავს სახანძრო სისტემების მონტაჟი? -პროექტირებასა და საინჟინრო გამოთვლებს, შესაბამისობის დადგენას საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან, ტექნიკური კომპონენტების სწორ ინტეგრაციას.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სწორად დაგეგმილი და დაყენებული სისტემა თავიდან გვარიდებს ათასობითა და ათი ათასობით ლარის ზარალს.

როგორ მუშაობს სახანძრო სისტემა – ტექნიკური ასპექტები

თანამედროვე სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ ხმოვანი განგაში.

სისტემა მუდმივად აკვირდება გარემოს, ხოლო დეტექტორები აფიქსირებენ ტემპერატურის მატებას, კვამლს ან ღია ცეცხლს. ამის შემდეგ ავტომატურად ირთვება განგაშის სიგნალი და ამასთან ერთად აქტიურდება წყალგამანაწილებელი სისტემას, რაც ცეცხლის ქრობას უზრუნველყოფს.

და მთავარი ის არის, რომ ეს სისტემა მაშინაც მუშაობს, როცა შენობაში არავინაა.

ინვესტიციის შედეგიანობა – სახანძრო სისტემების ROI ანალიზი

მოდი ჯერ გავარკვიოთ თუ რას ნიშნავს ROI? ROI – Return on Investment, ეს არის მეტრიკა, რომელიც აჩვენებს, რამდენად მომგებიანი იყო კონკრეტული ინვესტიცია და მას იყენებენ ბიზნესში, მარკეტინგში, ფინანსებსა და სხვა სფეროებში, რათა შეაფასონ, ღირდა თუ არა ჩადებული რესურსი (დრო, ფული, ენერგია).

ახლა მოდით, წარმოვიდგინოთ ორი სცენარი:

  • კომპანიის ოფისში წარმოიქმნა უეცარი ხანძარი და იმის გამო, რომ სახანძრო სისტემა არ იყო დაინსტალირებული, საბოლოო ზარალი 300 000 ლარს შეადგენდა.
  • იმავე ობიექტზე დაყენებულია 20,000 ლარიანი სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, რომელმაც რამდენიმე წუთში შეძლო და ხანძრის არსებობაზე გააფრთხილა პასუხისმგებელი პირები და კერაც თავადვე ჩააქრო.

ROI-ს გამოთვლა ამ შემთხვევაში მარტივია – სისტემამ შეძლო და დაიცვა ყველაფერი რაც შენობაში იყო და ამასთან ერთად მრავალწლიანი შრომაც.

რატომ არის სახანძრო სისტემები მომგებიანი ინვესტიცია?

გააზრებულად თუ გაუაზრებლად ჩვენ ყველა ინვესტორები ვართ და ინვესტიციებს ვდებთ ჯანმრთელობაში, განათლებაში, განვითარებაში, კარიერულ წინსვლაში და ასეა ბიზნესიც, მცირე თუ მსხვილი ინვესტიციები აუცილებელია არსებობისთვის.

ბიზნესმა სახანძრო სისტემის ღირებულება არ უნდა დაითვალოს ისე, როგორც დამატებითი ხარჯი, რადგან სწორედ ეს არის ინვესტიცია თანამშრომლების სიცოცხლის დაცვაში, მომხმარებლების უსაფრთხო გარემოს შექმნაში, დიდი ზარალის თავიდან აცილებაში და რეპუტაციის შენარჩუნებაში.

და იმედია ბოლოს ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სახანძრო უსაფრთხოების სისტემა არ არის ტექნოლოგიური ფუფუნება, ან გაუაზრებელი ხარჯი – ეს არის აუცილებლობა, რომელიც ყველაზე კრიტიკულ მომენტში გვიმსუბუქებს და თავიდან გვაცილებს არასასურველ შედეგებს.

და ამ ყველაფრის შემდეგ თუ გსურს, რომ შენი ბიზნესი იყოს არა მხოლოდ წარმატებული, არამედ დაცულიც – დღესვე დაფიქრდი მის აუცილებლობაზე და მალევე იზრუნე სახანძრო სისტემების დაყენებაზე.

აქვე მნიშვნელოვანია და გახსოვდეს, რომ სახანძრო სისტემის ფასი უმნიშვნელოა იმ ზარალთან შედარებით, რომელიც ერთმა შემთხვევამ შეიძლება გამოიწვიოს, ხოლო შემთხვევისგან არავინ არსად არაა დაზღვეული და პატარა ნაპერწკალს შეუძლია თვალმიუწვდენელ საზარელ ამბად იქცეს. ამიტომ ნუ გადადებ ხვალისთვის, უსაფრთხოება ყველაფერზე წინ დგას.